“როგორც წესი, გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მათი დამქაშები!” – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
“სამწუხაროზე სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის, პატიმრის. ოფიციალური ვერსიაც ცნობილია და სახალხო დამცველსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავდა. ყველა გამოკითხულია. არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი. წაიყვანეს საავადმყოფოში, მკურნალობდნენ და ვერ გადაარჩინეს. აი, იმაზე კი ხმას არ იღებენ, საპარლამენტო კომისიაზე ამდენი ადამიანის მართლა სასიკვდილოდ ცემის ან წამების ან, სულაც, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტის ამბებს რომ ვიგებთ. ერთი სიტყვა, თუნდაც მონანიების, ჯერ მათგან არავის მოუსმენია. მონანიება კი არა, აგერ, მათი შეკვეთით უცხოელი პატრონები, თურმე, “მეგობრობის აქტზე” მსჯელობენ, რომლითაც ყველაზე არამეგობრული განწყობის დაფიქსირება ცდილობენ, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს, მართლაც წამების შემოქმედების და მათი მხარდამჭერების სასარგებლოდ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.