„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ვივამედში” გადაყვანილი პატიმრის, იოსებ გორგაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
„გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან “ვივამედში” გადაყვანილი იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. მისი ადვოკატის პოზიცია, რომ პატიმარი ციხეში მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის ტყუილი.
იოსებ გორგაძე, არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად, პენიტენციური დაწესებულების საპირფარეშოში წაიქცა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება (დაარტყა თავი).
ის დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მორჩით ამ თემით სპეკულაციას.
არანაირ ცემასა და წამებას ადგილი არ ჰქონია და ნუ ითამაშებთ ადამიანების ემოციებზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.