“როგორ შეიძლება, დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალო ციხეებში ცემა და არაადამიანური მოპყრობა, როცა თავად “მათი” პატიმრები ამას უარყოფენ. რაც შეეხება ამჟამად გარდაცვლილ პატიმარს – ი.გ-ს: ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, რაც ომბუდსმენსაც აყვანილი აქვს კონტროლზე და გამოკითხულია ყველა მოწმე. ასე რომ, ესეც ერთდღიანი ტყუილია, რომელსაც მალე აეხადა ფარდა”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

“წამება და სიკვდილის პირას მიყვანა სააკაშვილ-ახალაიას ციხეებში ხდებოდა. ეს დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა საგამოძიებო კომისიაზე მისულმა ყოფილმა პატიმარმა გოჩა კაკოიშვილმა, რომელიც დასახიჩრებული გამოვიდა ციხიდან და დღემდე მკურნალობს”, – წერს ნინო ფოჩხუა.