“იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა იარაღისა და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე. იმის საფუძველზე, რომ კოხტა კოდუა, უკაცრავად თითოეულ თქვენგანთან და საზოგადოებასთან, დამემუქრა… მან საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ცრუ ბრალდებას ხელს არ მოვაწერდი”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ნაწამებმა ყოფილმა პატიმარმა ლაშა არქანიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

“იქიდან გამომდინარე, რომ მეტი წინააღმდეგობის არც უნარი შემწევდა, არც არანაირი გზა მრჩებოდა, იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა ბრალზე, რომელიც არ ჩამიდენია – ნარკოტიკისა და იარაღის ფლობის თაობაზე. ამის შემდგომ, უკვე დილის საათებში, გადამიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა ჩემი ცემა და წამება, მეტიც – დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით, იმის გამო, რომ მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში”, – აღნიშნა ლაშა არქანიამ.