„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო“.
“პავლიკა მოროზოვს” რომ დაემსგავსა ეს საცოდავი… საკუთარი პროფესია არ ახსოვდა, გაკეთებული საქმეების დეტალები არ ახსოვდა, რომელ ელჩებს ხვდებოდა, არ ახსოვდა და, ალბათ, მალე საკუთარ წარმომავლობასაც უარყოფს… კულტივაციის სააგენტო რომ დიდი ზარზეიმით “დაგვიანონსე”, ივანიშვილმა ჩაგიდო?
აბა, ვერავინ ახდენდა ჩემზე გავლენას, ჩემზე მაგარი არავინ იყოო და ახლა, ხელის ბიჭი ვიყავიო, ამბობ?
საკუთარი პროფესია უარყავი, შე საცოდავო და ახლა, ყურადღება რომ მიიქციო, ყველანაირ ხერხს მიმართავ?
ამ თემას თუ ვერ ასწევ და “პრაიმ ტაიმში” ვერ მოხვდები, მერე პორნოგრაფიას მიაწექი, მოთხოვნადი “კონტენტია” და, იქნებ, ეგრე მაინც მიიქციო ყურადღება…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.