„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „MEGOBARI აქტის” შესახებ მის ერთი წლის წინანდელ „ფეისბუკ“-პოსტზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას აზიარებს და წერს:
“ერთი წლის წინ, “MEGOBARI აქტი” დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ-მეთქი და ვერც მიიღეს. დარჩა ისე – ინიციატივად. დღეს მიიღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ, მსგავსი სახელით. თამარა ჩერგოლეიშვილმა ამდენი არ იცის. ახლა კი გაიგო, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, არ დაწერს, – სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო. მაგრამ მაინც, რა იცი, რა ხდება სამყაროში… დავდებ ამ სქრინს, იქნებ, ის პირველი შემთხვევა იყოს, როცა “ჩერგო” შეცდომას აღიარებს”, – წერს რაქვიაშვილი.