„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, ამასთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის მეცხრე ყრილობაზე, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში.

მადლობა მას ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.