“უსუფაშვილისა და მისნაირების სითავხედე იცით, რისი ბრალია? იმის ბრალია, რომ ამ ხალხის ლუსტრაცია არ მოხდა, მათ თავიანთ ისტორიებს არ ახსენებდნენ და, უფრო მეტიც – სახელისუფლებო თანამდებობებზე ჰყავდათ წამოსკუპებული”, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნების” ყრილობა დროში შეკუმშული კომპარტიის ყრილობად მოიხსენია.

“ასევე, იარაღიანი პუტჩისტები რომ არ გასამართლდნენ და სხვადასხვა პარტიაში რომ არიან განებივრებული, აი, ამის ბრალია! ეს ნაძირალა 9 აპრილის შემდეგ გაწევრიანდა კომპარტიაში და ეროვნულობაზე ორიენტირებულ ძალას კომპარტიას ადარებს. როგორ ვთქვა, მეტის ღირსები ვართ-მეთქი, ვიღაც მომედავება, მაგრამ ასეა, ამ გარეწარს რომ ვუსმენ”, – წერს გიორგი გამსახურდია “ფეისბუკის” გვერდზე.