პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა ლევან თედიაშვილმა დაგვტოვა.
ბატონი ლევანი არა მხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების 10 ფინალი მოიგო, არამედ გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომლის მიმართ თაობებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გააჩნდათ. მან, ასევე, დაუვიწყარი როლი შექმნა გიორგი შენგელაიას კინო-შედევრში “ხარება და გოგია”, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მალევე შეიყვარა. მან შექმნა ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა.

ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს”,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.