„პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება; ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და, შესაბამისად, აღინიშნება ეს თარიღი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“კიდევ ერთხელ, ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა პრემიერმა.