„სალომე ზურაბიშვილი “ჩაიბარებს” აღლუმს, ალბათ, ალეკო ელისაშვილისგან. ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

“ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, როგორც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ. ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.