„ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთში არის გახლართული და ახლა უნიჭოდ ცდილობს, რომ ამ ლაბირინთიდან გამოძვრეს”,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, საპენსიო ზრდასთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას გამოიწვევს.

„რა თქმა უნდა საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ ეს იმთავითვე ავტომატურად ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კიდევ უფრო მეტი, ეს არის კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლა. როდესაც ჩვენს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, ამ რეჟიმში რუსეთთან დამატებითი კონფრონტაცია რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ხაზარაძე და მისი ტყუილები საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ის ვერანაირად თავს ვერ აარიდებს მისივე ნათქვამ ამ ტყუილებს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.