„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ „ნაცობა, ბევრ თვისებასთან, ბევრ „უნართან“ ერთად იმასაც გულისხმობს, რომ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე, მსოფლიო დონის ორგანიზაციების კვლევებზე, მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტულ ორგანიზაციების კვლევებზე შეუძლიათ თქვან, რომ ეს ასე არ არის“.

„პირველად გავიგეთ, რომ უკვე თვეებზე მეტია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევრაზიაში პირველ ადგილზე ვართ?! დღეს, ასევე, გავიგეთ, რომ მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ, რა არის ფაქტი და შემდეგ უნდა გავაკეთოთ მისი შეფასება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.