უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული საომარი მოქმედებების მეორე წლისთავისმოახლოებას ეხმიანება სოციალურ ქსელშიხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას აჯამებს და ომთან დაკავშირებით რუსეთისგეგმებზე ვრცლად წერს.

მისი თქმით, ომის შედეგად განადგურებულია ათობით ქალაქი და სოფელი, მწყობრიდანააგამოსული სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, ოკუპირებულია ქვეყნისტერიტორიის მეოთხედი, დაღუპულია ასიათასობით სამხედრო და მშვიდობიანიმოსახლეობა.

გვიახლოვდება უკრაინაში მიმდინარე რუსეთდასავლეთის ომის დაწყებიდან მეორეწლისთავი. უკრაინას ამ ორ წელიწადმა მოუტანა ასიათასობით დაღუპული სამხედრო დამშვიდობიანი მოსახლეობა, აქედან ასობით ბავშვი, ქვეყნიდან გასული 10 მილიონზე მეტიმოქალაქე და უამრავი შიდამიგრაციული პროცესებით გამოწვეული იძულებითგადაადგილებული პირი.

ასევე ათობით განადგურებული ქალაქი და სოფელი, მწყობრიდან გამოსული სტრატეგიულიინფრასტრუქტურული პროექტები; ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი, სახელისუფლებო გაუგონარი პოლიტიკით გამოწვეული, საკუთარ ეკლესიაზე მიტანილიშტურმი“, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის სულიერსარწმუნოებრივმკვებავ წყაროებთან მისი განშორების მიზნით. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად გვესმისბრძოლის ველიდან დამაიმედებელი ინფორმაცია რუსეთის სამხედრო დასუსტებისთაობაზე.

დასავლეთის საერთაშორისო რუპორები გვამცნობენ რუსეთის არნახული ეკონომიკურიდასუსტების შესახებ, ამ ეტაპზე გამოცხადებული 12 სასანქციო პაკეტის ფონზე.

ვეცადოთ, ოდნავ უფრო მივუახლოვდეთ თვით რუსეთის გეგმებს ამ ომთან დაკავშირებით: რას ფიქრობენ, რას გეგმავენ, როგორ უმკლავდებიან და .. თუ გამოვალთპროპაგანდისტული მანქანების ტყვეობიდან, აშკარად შეიქმნება შთაბეჭდილება, რომკრემლი იმაზე უფრო დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, ვიდრე ამის წარმოსახვასცდილობენ ჩვენში. თუ მის ამ პოზიციას განაპირობებს არა თავდაჯერებულობით შენიღბულიუიმედობა, ვეცადოთ განვიხილოთ მის საფუძველში არსებული წინაპირობები. მაშ ასე, კრემლის სავარაუდოლოგიკა-2024“:

2024 წელს უკრაინულ ფრონტზე რუსეთის პოზიციური უკუსვლა გამორიცხულია მხარეთასამხედროტექნიკური პოტენციალების გათვალისწინებით;  

ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში იძლევაშეზღუდული წინსვლის განხორციელების შესაძლებლობას – 2022 წელს არსებულიკულუარული შეთანხმებების ფარგლებში უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და მოქმედიხელისუფლების შენარჩუნების დათქმით;

მიუხედავად გასული წლის ბოლოს და მანამდე გამოთქმული არაორაზროვანიმინიშნებებისარუსულიქალაქებისოდესისა და ნიკოლაევის თაობაზე – 2024 წელზეგათვლილი კრემლის ძირითადი გეგმა ითვალისწინებს დონეცკის ოლქის დარჩენილი 40%-ის გათავისუფლებას და მაქსიმუმ, მდინარე ვორსკლას გასწვრივ, ხარკოვსა და მისმიმდინარე ტერიტორიაზე იერიშის მიტანას, სამხრეთის მიმართულებით კი, ზაპოროჟიეკურახოვოსთან მიახლოებას;

შეზღუდული საომარი მოქმედებებიიძლევა საშუალებას რუსეთის საპრეზიდენტოარჩევნები ჩატარდეს კრემლის სცენარით, დამატებითი საგარეო ექსცესების გარეშე, რათაპუტინის შემცვლელთან დაკავშირებულმადამოკლეს მახვილმა“, 2024 წლიდანგადაინაცვლოს 2030 წელს;

  როგორც მინიმუმ, არჩევნების დასრულებამდე, რუსეთში ნარჩუნდება მმართველიელიტების მტკიცე კონსენსუსი. რუსეთის ფედერაციის სისტემის შენარჩუნების ბაზისს კვლავწარმოადგენენცენტრისტული განწყობებიდა კონფლიქტისკონსერვაციისმომხრეებისხელშია ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზესაკონტროლო აქციათა პაკეტი“;

რუსეთის ამ ბაზისს კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ეკონომიკის გადაწყობა სამხრეთისადა აღმოსავლეთის მიმართულებებით

  საომარი მდგომარეობის პერიოდში მომძლავრებულიქორებისპარტიას (პროექტიმობილიზაცია“) 2024 წელს, „დაკონსერვებული ომისპერიოდში, თავის ბოლომდეგანუხორციელებელ ენერგიას და მილიტარისტულ მუხტს მიმართავენ ოდიოზურილიბერალური და აგენტურული ქსელების გამოვლენისა და ამოძირკვის მიზნით. თუმცაკრემლის ძირითადი ფსონი და იმედი უკავშირდება თეთრ სახლში ტრამპისა დაკონსერვატორრესპუბლიკელთა დაბრუნებას. კრემლის მოლოდინში ეს ფაქტი ეჭვებს არიწვევს. რუსეთის აზრით, მომავალ პრეზიდენტ ტრამპის პირველი რანგის ამოცანებში შევააშშის არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და დემოკრატიული პარტიის მიერშექმნილისიღრმისეული სახელმწიფოს“ (deep state) მაქსიმალური დასუსტება

 კრემლი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი გაითვალისწინებს თავისი მმართველობისპირველ ვადაში დაშვებულ ფატალურ შეცდომებს და მოწინააღმდეგესთანმშვიდობიანიმოლაპარაკებებისტაქტიკას ჩაანაცვლებსბართლომეს ღამით“. და ამ შემთხვევაშიც კი, ვინ გაიმარჯვებს და ვინ დამარცხდება, კრემლს ყველაზე ნაკლებად აინტერესებსმთავარია მაქსიმალურად იქნას გამძაფრებული აშშის ყველა კონფლიქტური წერტილიქვეყნის ტოტალურ ქაოსში ჩაძირვის მიზნით.  

 კრემლის ვარაუდით, რიგითობით მეორე გლობალური ამოცანა, რომლის განხორციელებითტრამპი დაკავდებაჩინეთია. პირდაპირი საომარი მოქმედებების ალბათობა ძალზედაბალია, თუმცა ეკონომიკური ომებისცუნამიმოსალოდნელია. ამ შემთხვევაში, რუსეთიელოდება სათავისოდ ახალი შესაძლებლობების ფართო კარიბჭის გაღებას. უპირველესად, აშშის გამოსვლასუკრაინული პროექტიდან“, მისი საგარეო პოლიტიკის მთავარივექტორების გადატანას სამხრეთაღმოსავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინურიამერიკის მიმართულებით. ხოლო რუსეთს საგარეო მიმართულებაზეაშშჩინეთს შორისგარკვეულწილად მედიატორის ფუნქციის ჩამოყალიბების პერსპექტივები კი შეიძლებაგაუჩნდეს.

 ამ ოცნებისა და მისი ხორცშესხმის ავტორად დღეს თამამად შეიძლება რუსეთისპრეზიდენტის დასახელება, რომელმაც თავისი უახლოესი გარემოცვაც კი დაარწმუნა ამგეგმის პერსპექტიულობაში. უკრაინაში ამ მომენტში მიმდინარე საომარი სცენარიმაქსიმალურად თამაშობს პრეზიდენტ ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ ამერიკის არჩევნებამდე არანაირ ცვლილებას და მით უმეტეს, მოლაპარაკებებისპროცესის ინიციირებას, რუსეთის მხრიდან ადგილი არ ექნება. ამერიკისა თუ ევროპის სახითშუამავლების“, მით უმეტეს, მათში გარანტორების როლის, კრემლს არ სჯერა, ხოლო მისიპოტენციური პარტნიორები (ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი) ამროლისგან დისტანცირებას ამჯობინებენ. აქაც ძირითადი ფსონი ტრამპის დაბრუნებაზე დაიმ მოლოდინზეა, რომ ის წერტილს დაუსვამს ევროპისა და უკრაინისთვის ფინანსურდახმარებას, რითაც უკრაინას პირისპირ დატოვებს რუსეთთან. თუმცა, ამ ალბათობისპირობებშიც კი, კრემლის ტრიუმფალურ გამარჯვებამდე საქმე ვერ მივაამ შემთხვევაში, უიარაღოდ, ფინანსების გარეშე და ეკონომიკური კოლაფსის პირობებში დარჩენილი უკრაინაუბრალოდ დიდხანს ვეღარ გაძლებს. სწორედ ამ მომენტს დაელოდება კრემლი, რათადათანხმდესმოლაპარაკების მაგიდასთან სათავისოდ მისაღები სტატუსკვოსდაფიქსირებას,” – წერს ქართველიშვილი