ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხშირად ადარებდა მას ალექსეი ნავალნის და ორივე ერთნაირად ეზიზღებოდა. მისივე თქმით, ის შარშან, პუტინის დავალებით, ციხეში მოწამლეს.

“მიხეილ სააკაშვილს ჯერ არ უთქვამს, რომ ნავალნიზე ბევრად სასტიკ პირობებში იხდის სასჯელს?!

მიშას ცოტა მოაზროვნე მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: გულწრფელად ფიქრობთ, რომ პუტინს ამ რთულ სიტუაციაში, საერთოდ, ერთი წამით მაინც აგონდება სააკაშვილი?

და, ზოგადად, ვინმემ მითხრას, მიშას პუტინისთვის, რეალურად, ისეთი ცუდი რა აქვს გაკეთებული, რომ ოდნავ მაინც საფრთხედ აღიქვას?!” – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.