“Euronews-მა” საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოაქვეყნა, რასაც ქართველი მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების ფოტოკოლაჟში გავლენიანი მედიასაშუალებების მიერ საქართველოც არის დატანილი, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.
ცნობისთვის: “ევრონიუსი” ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ დაარსებული არხია. სატელევიზიო საინფორმაციო ქსელის სათავო ოფისი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. ქსელმა მაუწყებლობა 1993 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და აშუქებს მსოფლიო ამბებს ევროპული პერსპექტივიდან.