“თელავის მომავალი აეროპორტი. ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა. ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის (შპს ,,ხმალაძე არქიტექტორები”. “ბიოლის” კურორტი კოჯორში, ყავის ქართული კომპანია „მეამას“ ოფისი, ბათუმის “მაკდონალდსი” და ბევრი სხვა პროექტი) ნამუშევარი დაასახელა“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
„პროექტის მიხედვით:
აშენდება ახალი ტერმინალი – 200,000 მგზავრზე მეტი გამტარუნარიანობით
სრულად განახლდება და დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე
მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები
აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა
თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონსა და კახელებს”, – წერს აბაშიძე.