„ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან – ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ რეალურად, ეს ადამიანები, ყველა, თუ გადახედავთ მათ აწმყოს, წარსულს, არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული “ლუზერები”, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ და ახლა, ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს, ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია“.
„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც წინა წლების განმავლობაში და არც ერთ ქვეყანას, არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას არ მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაძაბულობა და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება არაკანონიერი გზით“, – განაცხადა კახა კალაძემ.