“რაც ახლა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა – LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე, ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90%”,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“
მეგრელიშვილის თქმით, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დაიცავს მომავალ თაობას, ხოლო ყველა – ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება, პირდაპირ იქნება საქართველოს, ეკლესიის და ოჯახების მტერი.
“ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დაიცავს ჩვენ შვილებს და მომავალ თაობას. ხოლო ყველა – ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება, პირდაპირ იქნება ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის და ოჯახების მტერი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკზე”.