კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სააკაშვილს მე შევიწყალებდი! – მამუკა ხაზარაძე.

აბა რა! მეგის ქარდავასაც, ვანო მერაბიშვილსაც, ზურაბ ადეიშვილსაც, კოხტა კოდუასაც, ახალაიასაც, „კასტილიანსაც“ და „კილერასაც“!

ძმობა ძმობაა! ოღონდ შეწყალებას რომ დააპირებ გულზე „ბრწყინვალების ორდენი“ გაიკეთე!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ცნობისთვის: “TV პირველის” ეთერში  „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ  განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა.