საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება და სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პოსტს აქვეყნებს.
“მას შემდეგ, რაც დემოკრატიის მანტიით შემოსილმა ფსევდოლიბერალურმა პარტიებმა სერიოზულად მოიკიდეს ფეხი საქართველოში, ქართველ ხალხში გაჩნდა ეროვნული ღირებულებების დაკარგვის მართებული შიში. ე.წ. დემოკრატები ადამიანის უფლებების დაცვით ფუთავდნენ იმ მავნე იდეოლოგიას, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი და LGBT პროპაგანდა.
რამდენიმე წლის წინ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სწორედ, უმცირესობების უფლებების დაცვას გულისხმობს. LGBT უფლებები სრულად არის დაცული საქართველოში, მაგრამ ფსევდოლიბერალებისთვის ეს არ არის საკმარისი. ისინი მუდმივად ცდილობდნენ, უფლებრივი დაცვა პროპაგანდაში გადაეზარდათ. რამდენი პროვოკაცია მოაწყვეს ამისთვის, რასაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და რასაც შემდეგ ოპოზიციური ძალები და მათი “ენჯეოები” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებდნენ.
რამდენი ხანია, ქართველი ხალხი ამ ინიციატივას ელის. წარმომიდგენია, რაოდენი სიხარულია დღეს მათში. ეს არის ქვეყნის ტრადიციების შენარჩუნების და, ასევე, სწორი განვითარების გზა. საქართველოში ორივე კანონი მიღებული იქნება – ანტიდისკრიმინაციულიც და ანტიპროპაგანდისტულიც. ეს არის ღირსეული გზა ევროპისკენ”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.