„შეიძლება შეაფასო პოლიტიკოსის განცხადება, რომელიმე საერთაშორისო რეზოლუცია ან მოვლენა, მაგრამ ძალიან ძნელია, სიტყვიერად შეაფასო საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც მან გაანადგურა ქართული ეკლესიის და, უშუალოდ, ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქის ავტორიტეტი. სიტყვები უძლურია იმასთან შედარებით, რასაც ახლა თითოეული ქართველი განვიცდით“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუდანძე პატრიარქის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ელემენტარული ზრდილობაა, რომ პატრიარქის შემცვლელზე არ ისაუბრო მაშინ, როდესაც უწმინდესი ჩვენ გვერდითაა. აღარაფერს ვამბობ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებებსა და იმ უდიდეს ღვაწლზე, რითაც მან არა მარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიოს მართლმადიდებლობის ისტორიაში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. ეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის.
სალომე ზურაბიშვილისგან უკვე ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ამ ზღვარსაც თუ გადაკვეთდა, ნამდვილად არ გვეგონა.
როგორც ჩანს, პრეზიდენტმა პატრიარქის დისკრედიტაციის დავალებაც მიიღო.
უფალმა გააძლიეროს ჩვენი მხცოვანი პატრიარქი და დედა ეკლესია. ეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ერის წინამძღოლი იყო და დღესაც, საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ პროცესში, თითოეული სასულიერო პირი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, კეთილდღეობისა და გამთლიანებისთვის ლოცულობს.
დღეს, ფსევდოლიბერალიზმის ზეობის ხანაში, ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში, ახალგაზრდების ჩამოყალიბებასა და სულიერების გადარჩენაში ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია. როგორც არ უნდა უტევდნენ ქართულ ეკლესიას, ზურაბიშვილის და მათი გუნდის გამანადგურებელი პოლიტიკა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ვდგავართ დედა ეკლესიისა და პატრიარქის გვერდით“, – აღნიშნავს ხუნდაძე.