“კომენტარიც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები, უბრალოდ, გამაოგნებელია და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის საკუთარ იმიჯს აზიანებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს ასევე დაუსვეს კითხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასა და პრეზიდენტის სავარაუდო პოზიციას შეეხებოდა.
„სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. იმდენი უხეში ქმედება განახორციელა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, რომ შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, თუმცა ამ მარჩიელობაში ვერ შევალ“, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას აღნიშნა: „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის და არა პრორუსის არჩევას”.