„დღეს დილით მე მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამედიცინო საზოგადოებაში კომუნიკაციასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება.

„მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას.

მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით, დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.