„ჩემი მოწოდებაა არა მარტო ყველა მინისტრის, საჯარო დაწესებულების, იგივე – თვითმმართველობის მიმართ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თანამდებობის პირებს დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ და საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს.

„ფაქტია, დავინახეთ, იგივე, რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში… იყო სხვა შემთხვევებიც, – კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა. ხედავდით, რომ ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. რა თქმა უნდა, ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს. ასეთი საკითხები არ საჭიროებს უფრო მაღალ დონეზე ატანას. უფრო დაბალ დონეზეა შესაძლებელი ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე მე პრობლემები. ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს არა მარტო ჯანდაცვის სფეროში, არამედ ყველა სფეროში. ეს იქნება ჩემი თხოვნა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.