“ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის “რუსულად” შერაცხვას ნამდვილად აპირებენ “ნაცსექტაში” და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი)”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მწერალ ტორესა მოსის განცხადებას მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.
“შემდეგ იქნებიან “უბორნიის” “მწერლები” და უინტელექტო “ენჯეოშნიკები”, მერე – “ნაცპოლიტიკანები” და, ცხადია, რეპუტაციაშელახული ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი; ტრადიციული ბექ ვოკალი – ოდიოზური ევროპარლამენტარებისგან.
გვინახავს ეს “ნაცქაჯური”, “ლიბერალურად” შემოსაღებული სერიალები. თუმცა, საზოგადოების უმრავლესობასთან ჭიდილს ნამდვილად არ ვურჩევდი ვერცხლისმოყვარე, უსამშობლო, მარგინალ პერსონაჟებს”, – წერს ანალიტიკოსი “ფეისბუკის” გვერდზე.