„ის, რომ უკვე რადიკალური ოპოზიცია კომედიურ ჟანრში მოქმედებს, არახალია. ახლაც ასე მოხდა – იქოქებიან და იწყებენ გალაშქრებას დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს.

„დაიწყება ახლა: “ცენზურა”, “ადამიანის უფლებები” და, რაც მთავარია, “რუსული”. რატომ მაინც და მაინც რუსული? იქნებ, ჩეხური ან ავსტრიული? ან – უნგრული?

იმასაც ვერ ხვდებიან, რომ რუსულმა თემამ დრო მოჭამა; ვერც იმას ხვდებიან, რომ სულ სხვა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში. აღარ ჰყოფნით აღარც ჭკუა, აღარც ფანტაზია, რომ შეცვალონ რაღაც, და ისე მიდის საქმე, იმ 1-2%-საც ვერ მიიღებენ ოქტომბერში”, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.