„საინტერესოა, გავიგოთ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების აზრი. სამუშაო პროცესში ჩავრთავთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში. ჯერ არ არსებობს არანაირი სამუშაო ვერსიაც კი. სამუშაო ვერსიაც იქნება განხილული და დაწერილი მათთან ერთად, – ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს. საინტერესოა, გავიგოთ ასევე მათი აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ ეს ყველაფერი არის ძალიან საწყის ეტაპზე და საწყის ფორმაში და პროცესი გვაჩვენებს, როგორ განვითარდება. ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. როდესაც დაიწყება ამაზე მუშაობა; როდესაც ჩაერთვებიან ამაში პარტიები და იქნება პირველი ვერსია, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.