“2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავი მაგალითია.

„დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში – არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!

გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.

დიდება ჩვენს გმირებს!”, – აღნიშნავს პრემიერი.