სომხური მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში აღარ ჩავა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ბაქოს მიერ ზელენსკის ვიზიტის გაუქმება გახდა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ზელენსკის პრესსპიკერი, რომლის თქმითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერევანსა და ბაქოში ზელენსკის ვიზიტი არასდროს დაუანონსებია.

ცნობისთვის: ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის ლიდერი მარტში სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავდა, გასულ კვირას გავრცელდა.