“ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე”, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ ქართული ოცნება იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები და შეხვედრები რეგიონებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.