“მშვიდობაზე, სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული “ქართული ოცნება” აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად”, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ “არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა.”
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ფსევდოლიბერალების მერკანტილურ, სამარცხვინო დღის წესრიგს ყოველთვის ექნება ელექტორატის მტკიცე უარი.
“გამოკითხვებიც არ სჭირდება იმას, რომ ქართველი ხალხის პრიორიტეტებია მშვიდობიანი განვითარება, სუვერენეტიტეტისა და ტრადიციების, ფასეულობების ურყევი დაცვით, რასაც მმართველი პარტია გვთავაზობს. ხოლო ფსევდოლიბერალების მერკანტილურ, სამარცხვინო დღის წესრიგს ყოველთვის ექნება ელექტორატის მტკიცე უარი”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკზე”.