საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პედოფილიასა და ლგბტ პროპაგანდას შორის სამართლებრივ პარალელზე იმსჯელა. მან აღნიშნა, რომ ლგბტ პროპაგანდაზე, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის.
„როდესაც პედოფილიაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა რომლისთვისაც არსებობს ნორმა, უმკაცრესი სასჯელი და როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართალდამცველები და შესაბამისი სასჯელი არის უმკაცრესი. გაუპატიურებაზე, პედოფილიაზე არის უმკაცრესი სასჯელები. აღსრულებაშიც უმკაცრესად ისჯებიან. ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდაზე, განსხვავებით ამისა, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.