„ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური “რე–ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი,“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს „ლელო–ნაციონალები“, „გირჩი– ნაციონალები“ თუ სხვა – ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
„ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა“კომპრომეტირებულ” პოლიტიკოსებითაა დაკომფლექტებული, რომელთაც ნაც–მოძრაობასთან ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდეს სააკაშვილისგან და ფასადური“რე–ბრენდინგით” შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი. ასე რომ, გირჩი, ლელო, სტრატეგია, დროა და შესაბამისი უსამშობლოთა საზოგადოება, კოლექტიურინაც–მოძრაობაა, რაც ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ!“– წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.