“აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის “ენმ-ის” ე.წ თავმჯდომარეობა“, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
„მისტერ ოფშორის“, კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო ”ფორმულამ“ მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული „მესიჯბოქსის“ ტირაჟირებისთვის, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. რომელიმე ამერიკელი კანონმდებლის აპარატის თანამშრომელთან ან სტაჟიორთან შეხვედრა კი, უდიდესი პატივია უხეირო “ნაცაქტორების” ერთი ფლანგისთვის.
როგორც ჩანს, კეზერაშვილის მოჩანჩალე ჯიბის ტელეარხზე გასართობი გადაცემების დახურვა უცხოეთში მავნებლურ ლობიზმზე თანხების კვლავ უშედეგოდ გადამისამართებასაც უკავშირდება.
ავაზაკი კეზერაშვილი, მისი მწირი ინტელექტურალური დიაპაზონითა და კრიმინალური ბაგაჟით, მაინც “ლუზერად” რომ დარჩება პოლიტიკურ ველზე, ეს უდავოა. საინტერესოა, კიდევ როდემდე გააგრძელებს რევანშისტულად, სასოწარკვეთილად წყლის ნაყვას.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასულ 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა”, – წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.