ოზურგეთში, გურიანთისა და ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად, კიდევ ორი ხიდი დაზიანდა, რომელთა აღდგენა-განახლების სამუშაოებს მუნიციპალიტეტი თანამიმდევრულად ახორციელებს.
„ერთი ხიდი უკვე დასრულებულია, ხოლო ვაშნარის დასახლებაში მეორე ხიდის მშენებლობის შესახებ მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი.
მშენებლობის ადგილას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე საკრებულოს წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება“, – წერია მერიის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.