„მსოფლიო პოლიტიკა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ეს არ დაწყებულა უკრაინის ომით, პირიქით, ამ ომით, რომელზეც ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონის პროცესებიც არის მიბმული, გლობალისტები გადამწყვეტ იდეოლოგიურ ბრძოლას აწარმოებენ. მათი მიზანი იყო, ეს პროცესები ჩინეთ-ინდოეთისა და მთლიანი აღმოსავლეთის დაწინაურებამდე მოესწროთ, მაგრამ უკრაინაში ზელენსკის მოყვანამდე ეს ვერ შეძლეს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
“გლობალიზაცია საუკუნეების წინ იღებს სათავეს, თუმცა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოს ახალ წესრიგად მოგვევლინა. ეკონომიკური ურთიერთობის მიზნით დაწყებული პროცესი პოლიტიკურ იდეოლოგიად ტრანსფორმირდა და მცირე ერებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. გლობალიზაციამ შთანთქა ეროვნული ღირებულებები და გზა ფსევდოლიბერალიზმის გაბატონებას გაუხსნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მცირე ერების თვითგამორკვევის პროცესი უშედეგოდ მიმდინარეობს.
დღეს, გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაციის პროცესში, მსოფლიოში გადამწყვეტი იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს. ამიტომაა საჭირო LGBT პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში, რათა გადავრჩეთ. თუკი აქამდე ფსევდოლიბერალიზმის მიმდევრები შენიღბული სახით მოქმედებდნენ, დღეს უკვე მთელი აგრესიით არიან წინა ხაზზე გამოსულნი. მათ დრო აღარ რჩებათ, რადგან შიშობენ, რომ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ახალი ზესახელმწიფო – ჩინეთი მსოფლიოში გლობალიზაციის ჰეგემონიას დაასრულებს. სწორედ ეს არის მიზეზი ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც LGBT პროპაგანდის გაძლიერების.
სწორედ ამიტომ იბრძვიან საქართველოშიც უცხოური დაფინანსებით, რომელიც ჩვენს ეროვნულ და რელიგიურ ფასეულობებთან იდეოლოგიურ ომს ეწევა. დღეს, ვინც ხელისუფლების მიერ წარდგენილ ინიციატივას LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით არ ეთანხმება, ის ამ იდეოლოგიური ომით საკუთარ ქვეყანას გასანადგურებლად ებრძვის. არადა, ოპოზიციას რომ ჰკითხო, რუსეთთან საომრად მზად არიან და გმირებად მოაქვთ თავი. ის კი არ იციან, რომ ყველაზე დიდი ომი უკვე დაწყებულია მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის გადარჩება.
ქართველი ხალხი და ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, სამშობლოს გვერდით დგას, ოპოზიცია კი, ჩვეული ქმედებით – სამშობლოს წინააღმდეგ”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.