ოპოზიციას აზროვნებას უწუნებსხალხის ძალისერთერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

ოპოზიციის აზროვნება ვერ მიდის იმის იქით, თუ რას იტყვის ბატონი, მათი ბატონი, უცხოური ძალა.

ხომ გახსოვთ, რა თქვეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს როგორ ვემსახუროთერთი ბატონი ჰყავთ უკვე? ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობას, სხვათა შორის, რეალობის აღქმის უნარი გააჩნია.

იმიტომაცაა, რომ ოპოზიციაში ხმას ვერ იღებენ, ვერ ამბობენ ვერაფერს და მხოლოდ იმას იძახიან, რა დროს ლგბტ პროპაგანდააო, აგერ პედოფილია გახშირდაო. პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, არ არის აკრძალული და ამას ახლა ავკრძალავთ.

გამოვიდნენ და თქვან, თუ ამის რესურსი აქვთ, რომ ემხრობიან ამინიციატივას, თუ არა, ჩვენ ვიტყვით პირდაპირ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის გავრცელების მხარდამჭერები,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.