„უკრაინაში, მესამე წელიწადში შესული ომის დროს, დნეპროს ოლქში შემავალი ქალაქ ნიკოპოლის (115 ათასი მოსახლე) საქალაქო საბჭომ მოიცალა და „პავლოგრადის ქუჩას“ სახელწოდება შეუცვალა – დღეიდან ის „ჰოლოკოსტის“ აქტიური მონაწილის, „პეტრე დიაჩენკოს“ სახელს ატარებს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

„მოსკოვიდან სახლში დაბრუნებულმა ტაკერ კარლსონმა, ყველაფერი გავიგეო პუტინთან ურთიერთობის დროს, აი, „დენაციფიკაცია“ რა არის, ვერ გავიგეო. ვეცდები ავუხსნა.

მესამე წელიწადში შესული ომის დროს, დნეპროს ოლქში შემავალი ქალაქ ნიკოპოლის (115 ათასი მოსახლე) საქალაქო საბჭომ მოიცალა და „პავლოგრადის ქუჩას“ სახელწოდება შეუცვალა – დღეიდან ის „პეტრე დიაჩენკოს“ სახელს ატარებს.

ვინ არის ეს პიროვნება: „ჰოლოკოსტის“ აქტიური მონაწილე, ნაცისტური SD-SicherheitsDienst-ის „შუცმანშაფტ“ 31-ე ბატალიონის მეთაური, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელი ოპერაციების გმირი, ვერმახტის შემადგენლობაში შემავალი კოლაბორაციონისტული დანაყოფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, SS-Schutzstaffel-ის დივიზია „გალიჩინას“ წევრი, რომელიც „რკინის ჯვრით“ პირადად ადოლფ ჰიტლერმა დააჯილდოვა.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ დოლინსკის დაუდასტურა ნიკოპოლის მერმა ალექსანდრე საიუკმა, ერთადერთი მინიშნებით, რომ პირადად ჰიტლერის ხელით პეტრე დიაჩენკოს დაჯილდოებაზე მუნიციპალურ კომისიაში არაფერი იცოდნენ – „ჩვენ ისტორიკოსები არა ვართო“.

უკრაინის წარმოშობით ებრაელი პრეზიდენტის პირობებში, რომლის ბაბუა სწორედ „გალიჩინას“ დევიზიას ებრძოდა სამამულო ომის დროს, მსგავს ფაქტებს უწოდებენ მოსკოვში „დენაციფიკაციას“, ბატონო ტაკერ, და რაღაც მკარნახობს, რომ ნიკოპოლის „პეტრე დიაჩენკოს ქუჩას“ ახლო მომავალში მიწასთან გაასწორებენ აგრესორი რუსეთის ბომბები…“, – წერს ქართველიშვილი.