„ყოველ დღე მარტივდება ქართველი „ოპოზიციონერების“ საარჩევნო „პროგრამული წინსვლა“ გარდაუვალი, კატასტროფული მარცხისაკენ. ამ მომენტამდე უკვე ნათელია მათი დამოკიდებულება ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურის (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და ა.შ.) მიერ დაფინანსების გამჭვირვალობისადმი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
„სულ რაღაც ორ კვირაში ნათელი მოეფინება მათ დამოკიდებულებას ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის კანონპროექტის მიმართ. ასევე, ჩვენი ჟურნალისტების ადგილას, “ნაცსექტანტების” მოლაპარაკე თავებს აუცილებლად შევეკითხებოდი: უკრაინაში გერმანული ფაშიზმის რეანიმირებით ხომ არ ხდება აგრესორი რუსეთის კიდევ უფრო დიდი აგრესიისაკენ პროვოცირება?
„რუსული“ შობის, „რუსული“ მარხვისა თუ აღდგომის შემდეგ, ჩვენ, ტრადიციულად, გველოდება „მაღალისტორიული“ მსჯელობა: ფაშიზმი 8 მაისს დამარცხდა თუ 9 მაისს. ამ პოლემისტების გასაგონად ვამბობ: არა! ის არ დამარცხებულა! არც კანადაში, არც უკრაინაში. და, სანამ თქვენზე არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი – არც საქართველოში!“ – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.