“ნაცპროპაგანდის” ზნეობისგან დაცლილმა ერთ-ერთმა რუპორმა, “TV პირველმა” მიიღო დავალება – “გააშავონ” ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა დეზინფორმატორი, უვიცი “ჟურნალისტები” ამაოდ ყიყინებენ.
რევანშისტების უწიგნური ე.წ. მედია იმდენად ჩამოძონძილია, რომ მისი დროებითი ბოროტი ზღაპრების გაშიფვრას არ ესაჭიროება ანალიზიც კი”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
“გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ნაცრადიკალები” უკვე წაგებულნი არიან და, გამართული საარჩევნო სისტემის გარდა, ვითომ თავს ესხმიან ცესკო-ს თავმჯდომარეს.
უკიდეგანოდ უვიცი, გოიმი ნოდარ მელაძეები როცა შეგაქებენ, ისაა პრობლემური და არა მათი გახუნებული კრიახი.
P.S. ნაკლებად მგონია, რომ “ნაცსექტის” ერთ-ერთმა განშტოებამ, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” სამართლიანი მოსაზრება გამოხატოს. ბატონ კალანდარიშვილს, ისევე, როგორც “ნაცპროპაგანდის” ცილისწამების სხვა ადრესატებს, ვურჩევ, რომ სასამართლოს მიმართონ”, – წერს აბაშიძე.