„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

„გრძელდება თამაში “ვეტოობანა”. სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი პირნათლად ასრულებს მიღებულ დავალებას, – ის ღიადაა ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი – ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში.

ეს ვეტო დაძლეული იქნება, – ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს…

ნეტავ, მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ – წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.