„მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უწევს ახსნა, თუ რით განსხვავდება ქალი კაცისაგან, მისსავე ქვეყანაში პრობლემას აღარ წარმოადგენს ტრანსგენდერებში ლაქტაციის თუ პროსტატიტის პრობლემების განხილვა, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ავადმყოფურ წარმოდგენებში შეიძლებოდა აღმოცენებულიყო. როდესაც ნიდერლანდებსა თუ შვეიცარიაში (სადაც მმართველ პარტიებს მემარჯვენე კონსერვატორები წარმოადგენენ) ინცესტის ლეგალიზაციის კანონებია მიღებული, ნურავინ გვარწმუნებს, რომ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის კიდევ ერთი სახეობის ექსპორტირებას ვერ გაბედავენ, და რომ ვერ გაბედავენ პედოფილიის ისეთი სახეობების ლეგალიზაციას, სადაც ზრდასრულსა და არასრულწლოვანს შორის სექსუალური კავშირი „ურთიერთშეთანხმების” ნიადაგზე და „ურთიერთპრეტენზიების” გარეშე დამყარდება, რაც სერიოზულად განიხილება დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში”, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.
“რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული მაშინ, როდესაც გაერო-ს „ადამიანის უფლებების უზენაესი კომისრის სამმართველოში” და „იურისტთა საერთაშორისო კომიტეტის” წიაღში შემუშავდა რეზოლუციის პროექტი „ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებისა და სექსუალური აქტივობის ყველა სახეობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე”. ამ უკანასკნელში თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს თუნდაც პედოფილიის, ნეკროფილიის, ზოოფილიისა და აბორტების წახალისება.
ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებაზე ქილიკი თუ ლგბტ თემისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის პროპაგანდა/პოპულარიზაციის ამკრძალავი კანონის წინასწარ “დაჰაჰავება” ყველა უსამშობლო, უღმერთო და უსქესო წარმომადგენელმა საქართველოში საკუთარი საარჩევნო პროგრამებისთვის შეინარჩუნოს”, – აღნიშნავს ქართველიშვილი.