სუს-ი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე და შეუფასებელია მისი დამსახურება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში. ვუსამძიმრებთ ბატონი ჯემალ გახოკიძის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.