„როდესაც ადამიანი პოლიტიკაშია, თან “ენჯეო” აქვს, იქიდან დაფინანსებას იღებს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მარტივი ამბავია – “ენჯეოდან” იღებს ფულს და ამ ფულით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ეს პრობლემა კი არ არის, ეს არის მათი ენით, ჟარგონულად რომ ვთქვათ, დაფინანსების „გაპრავების“ საშუალება. ეს არის დაუშვებელი და აკრძალული კანონმდებლობით“, – აღნიშნა მდინარაძემ.