„სანამ ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობას“, რომელიც რეალურად ლიბერალური ფაშიზმის მიმდევართა სექტაა, საპარლამენტო კომისიის დონეზე პოლიტიკურ განაჩენს არ გამოვუტანთ, არაფერი არ გვეშველება“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ და ლიბერალური ფაშიზმი ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას.

“კანონების მიღების მიუხედავად, თვითონ ეს ლიბერალური ფაშიზმის სული არ მისცემს ქვეყანასა და ჩვენს შვილებს განვითარების საშუალებას. ის ყოველთვის საზიანო იქნება დედაეკლესიისთვისაც და ჩვენი ეროვნული ფასეულობებისთვის, ამიტომ, ამის არ გაკეთება დაგვიანებული კი არა, ეროვნული დანაშაულის ტოლფასი იქნება.

ნიურბერგის პროცესმა, რომელშიც შევიდა სამხედრო დანაშაულის ტრიბუნალი და ფაშიზმის მკვებავი პარტიის, გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის აკრძალვა, საშუალება მისცა გერმანიას ამ პარტიის ანასხლეტებისგან თავი დაეცვა.

სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერჯერობით ვითარდება ეს პროცესები, რაც „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტების პოლიტიკაში ისე ყოფნას გულისხმობს, თითქოს „ნაცმოძრაობას“ არ ეკუთვნიან.

რომ არა ნიურბერგის პროცესი, გერმანიას დღესაც ეყოლებოდა იმ ფაშისტური პარტიის მიმდევრები, მაგრამ ამ პროცესით წერტილი დაუსვეს, ამიტომ, დღეს გერმანიაში კლასიკური ფაშიზმის გამოვლინება ნულს უტოლდება”, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.