ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ “TV პირველის” სიუჟეტში ცესკო-ს თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს.

“ნოდარ მელაძისა და მისი გამომძიებელი ჟურნალისტებისგან რა უნდა გაგიკვირდეს – სინდისსა და მორალზე ხელი აქვთ აღებული, (ამაში იღებენ ფულს). მაგრამ ხომ არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო – მაგალითად, გარდაცვლილ მშობელს, გარდაცვლილ შვილს… მაგრამ მათ უკვე გაკეთებული აქვთ არჩევანი – ქართველი ხალხის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის – და ეს როგორც მთავრდება, ვიცით, – ამის უამრავი მაგალითი არსებობს. გადახედონ თავიანთი მეგობრებისა და არამეგობრების მაგალითებს, ვინც მსგავსად იცხოვრა და, იქნებ, დასკვნა გამოიტანონ”, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.