ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პარტია “ლელოსა” და მამუკა ხაზარაძის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ხაზარაძე თავისი პარტიით “ნაცმოძრაობის” დანამატია, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას.
“ხაზარაძის “ლელო” დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვდა თბილისის ცენტრში ლგბტ აღლუმის ჩატარებას!
ხაზარაძის “ლელოს” პარტიის წევრები გულამოსკვნილები და აღტყინებულნი აწარმოებდნენ და აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას!
ხაზარაძის დაფინანსებით გადაიღეს ლგბტ პროპაგანდისტული ფილმი!
ხაზარაძე და მისი პარტიის წევრები წლებია გამოკვეთილად და მასობრივად არიან ჩაბმული ლგბტ პროპაგანდაში!
ხაზარაძე იყო “ნაცების” მიერ ადამიანებისათვის წართმეული ქონების ერთ-ერთი მთავარი მიმთვისებელ -“გამპრავებელი”!
ხაზარაძე არის “მიჰას” მიერ მისთვის მინიჭებულ ორდენთა კავალერი!
ამის შემდეგ, ხაზარაძისა და მისი პირმშო “ლელოს” ქმედებებში საკვირველი არის კიდევ რაიმე?!” – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.