“ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის წინააღმდეგ სამოქმედოდ დავალება უკვე მიიღეს! მთავარი გათვლა ისევ ახალგაზრდებზეა, მიზანია ისინი ქუჩაში გამოიყვანონ და მარტის პროტესტის მსგავსად სამართალდამცავებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინონ”, – ასე აფასებს “თბილი პრაიდის” მიერ საერთაშორისო დონორებისთვის გაგზავნილ წერილს, “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.
“არ გამოვრიცხავ ლგბტ პირთა წრიდან იყოს გათვლა ფატალურ შედეგზე, ანუ მსხვერპლზე.
ბრძოლა იწყება, ერთ მხარეს დგას სახელისუფლებო გუნდი ქართველი ხალხით ამორალურობის წინააღმდეგ და მეორე მხარეს ამ ამორალურობის მიმღებნი, ცხოვრების წესად მქცევნი და მათი დამცველები.
ეს იქნება ბრძოლა უზნეობასა და ზნეობას შორის.
ეს იქნება ბრძოლა ჯანსაღი მომავალი თაობების შესანარჩუნებლად.
თუ საჭირო გახდა ამ ბრძოლაში უმრავლესობა უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნით – აიკრძალოს ამ სიბინძურის პროპაგანდა და უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდმა” ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, დონორებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათვამია: “უზრუნველვყოთ კოორდინირებული ქმედება როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ.”