“ჩვენი თავი რომ ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ეს დღესაც ძალაშია, რასაც გონიერი საზოგადოების დიდი ნაწილი თავადვე დაიცავს”, – ამ სიტყვებით პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე „თბილისი პრაიდის” მუქარას აქციების მოწყობის თაობაზე.
„თბილისი პრაიდი” მარტის აქციების გამეორებას გვიანონსებს და ოპოზიციურ პარტიებს მათ ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციას არ სჭირდება მოწოდება, ისედაც LGBT პროპაგანდით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება მათ უცხოელ ლობისტებს, დიდი გარისკვა იქნება მათგან, თუკი კვლავ ქართველი საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავლენ. ძალაუფლებისთვის მებრძოლი ძალები საქართველოში ცეცხლს ეთამაშებიან და ეს ცეცხლი არა ხელისუფლება, არამედ, თავად ქართველი ხალხი იქნება.
უსამშობლოებმა, შარშან, გამჭვირვალობის კანონი წაუკითხავად გააპროტესტებინეს საზოგადოების ერთ ნაწილს და დღეს LGBT პროპაგანდის აკრძალვის კანონის გაპროტესტებას აპირებენ. მათი მიზანი, ორივეჯერ, საზოგადოების მტრობაა. ერთ შემთხვევაში უარი თქვეს, რომ ხალხს მეტი სცოდნოდა გარე დაფინანსებაზე, მეორე შემთხვევაში კი, ბინძურ პროპაგანდას სოციალური თემატიკით უპირისპირდებიან და უდიდესი კულტურისა და ტრადიციების საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ, თითქოს, მათ ეს არ აინტერესებთ და მხოლოდ „გასტრონომიული დარდები” აწუხებთ.
ეს იმ გეგმის ნაწილია, რაც საქართველოს მეორად ქვეყნად ქცევას ემსახურება, სადაც ბიომასად ქცეული, ღირსებააყრილი საზოგადოება მორჩილებისთვის არის განწირული“, – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.